მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტკბილი" თბილისში მესამე ფილიალს გახსნის - კომპანიის გეგმები

ტკბილი

საკონდიტრო კომპანია „ტკბილი“ თბილისში მესამე ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა თინა თავართქილაძემ BMGTV-ის ეთერში განაცხადა, ახალი ობიექტის გახსნაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ორი ფილიალით ვართ წარმოდგენილი. იგეგმება და უკვე მუშავდება მესამე ფილიალიც, რომელიც ასევე თბილისში იქნება. ჯერჯერობით რეგიონებში ფილიალების გახსნას არ ვფიქრობთ, თუმცა შეკვეთები რეგიონებიდანაც გვაქვს და ხშირად გვიწევს ჩვენი პროდუქციის გაგზავნა“, - განაცხადა თინა თავართქილაძემ.

მისივე განმარტებით, რეგიონებში მომხმარებლებს პროდუქციის მიღება ონლაინ შეკვეთების საშუალებით შეუძლიათ. კომპანია მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმს არ ამზადებს - შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებლებს ფურშეტის მენიუდან სხვადასხვა კერძსაც სთავაზობს, რომელთა გაგზავნაც რეგიონებში ხდება.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, გაფართოების გეგმებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დეტალები საბოლოოდ განისაზღვრება:„ჯერჯერობით ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრებ. როგორც კი დავიგეგმებით, შეგატყობინებთ და დავაანონსებთ“, - აღნიშნა მან.

„ტკბილი“ ბაზარზე სამი წელია ოპერირებს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო გაყიდვებს, რესტორნების დესერტებით მომარაგებას, კორპორატიულ შეკვეთებსა და ფურშეტების მომსახურებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები