მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განხილვის დასრულებამდე უზენაესი სასამართლო ლიზა კუკს თანამდებობაზე დარჩენის უფლებას აძლევს

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ცენტრალური ბანკის გუბერნატორს, ლიზა კუკს უფლება მისცა, დავის დასრულებამდე თანამდებობაზე დარჩეს. საკითხის განხილვა იანვარში გაგრძელდება, როცა მოსამართლეები ორივე მხარის არგუმენტებს მოისმენენ და გადაწყვეტილებას შემდგომ გამოაცხადებენ.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა თეთრი სახლი, სადაც უზენაესი სასამართლოს დადგენილებისადმი უკმაყოფილება ვერ დამალეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოსამართლეები ტრამპის პოზიციის სისწორეში დაარწმუნონ, ლიზა კუკი კი თანამდებობიდან გაუშვან.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ლიზა კუკის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, რასაც ფედერალური რეზერვების გუბერნატორმა სასამართლო დავის დაწყებით უპასუხა. ტრამპი ამტკიცებდა, რომ კუკმა ფინანსური თაღლითობა ჩაიდინა, რაც პრეზიდენტს გუბერნატორის დათხოვნის სამართლებრივ უფლებას ანიჭებდა, თუმცა გუბერნატორის განმარტებით, საქმე, რომელზეც ტრამპი საუბრობს მის დანიშვნამდე პერიოდს ეხება.

კუკის პოზიცია შტატების სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა გაიზიარეს და განაჩინეს, რომ პრეზიდენტს ფედერალური რეზერვების გუბერნატორის დათხოვნის უფლება არ ჰქონდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, საქმე ტრამპი-ლიზა კუკის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მართლმსაჯულების სისტემისთივს უდიდესი გამოცდაა და სწორედ მის მიერ გამოტანილი ვერდიქტი განსაზღვრავს, თუ რეალურად რამდენად დამოუკიდებელია ის პოლიტიკური ზეგავლენისაგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები