პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს - www.ekalata.gov.ge მნიშვნელოვან ინიციატივას უწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შეამცირებს, განსაკუთრებით შეჭირვებული მოსახლეობისთვის სასურსათო კალათის ფასს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივაც, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც ბუნებრივია, შეამცირებს განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს და შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ პლატფორმის სწორად მუშაობას.
მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პლატფორმის შექმნაში,“- აღნიშნა პრემიერმა
ცნობისთვის, 24 ივნისს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა.
13 პროდუქტის ფასები 12 უმსხვილეს ქსელში - რას ნახავენ მომხმარებლები ekalata.gov.ge-ზე?




























