მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობას" - კობახიძის გეგმა

ჩინეთი

ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობას.

პრიორიტეტად დასახელებულია ევროინტეგრაცია და ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ასევე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აშშ-სთან კავშირების განმტკიცებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას. მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთა შორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში.

აქამდე, ყოფილი პრემიერების სამთავრობო გეგმაში, აზიასთან ურთიერთობა ძირითადად ,ე.წ. შუა დერეფნისა და აბრეშუმის გზის კონტექსტში განიხილებოდა.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთა შორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში, ისევე როგორც საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნება და აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით", - წერია პროგრამაში.

საგარეო პრიორიტეტები კი ასეთია:

  • სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საქართველოსთვის მთავარ პრიორიტეტად დარჩება ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.
  • ევროკავშირთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
  • ქვეყნის სატრანზიტო როლის გაზრდა. კონკრეტულად კი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარება.
  • როგორც დოკუმენტში წერია, საქართველოს უპირველეს მიზნად რჩება “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა”.
  • დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას.
    ამავდროულად, ქვეყანა განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ 97-გვერდიან სამთავრობო პროგრამაში ოთხი მთავარი მიმართულებაა გამოყოფილი: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობა.

მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის. უკვე ცნობილია, რომ კღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება, ისიც გაჟღერებული ინფორმაციით, საკუთარი სურვილით. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. პარლამენტმა კი, პროცესი დღეს, 10:00 საათიდან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენით დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები