მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს" - ირაკლი კობახიძე

გელათი

მნიშვნელოვნად გაიზარდა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „შემოქმედებითი საქართველო“ და მის მიერ დაფინანსდა 1 000-მდე პროექტი.

„ასევე მუზეუმებში განხორციელდა 566 საგანმანათლებლო პროგრამა. შეივსო მუზეუმების ფონდები: ეროვნულ მუზეუმს დაემატა 213, ხოლო სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას 2025 ახალი ექსპონატი. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის 31 ობიექტზე, დასრულებულია 30 ობიექტის რეაბილიტაცია და კონსერვაცია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით და მინდა, ყველა ჩართულ პირს გადავუხადო მადლობა ამისათვის.

განხორციელდა 21 არქიტექტურული ობიექტის კვლევითი და კონსერვაციული სამუშაოები. განხორციელდა არაერთი მუზეუმისა და კულტურული ობიექტის მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში იქნა შეტანილი იუნესკოს მიერ, რაც იყო მნიშვნელოვანი მიღწევა. ლევილში სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს არის ის ძირითადი საკვანძო საკითხები, რაც მინდოდა აღმენიშნა კულტურის სამინისტროს მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

გელათის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან დამატებით ₾4 მილიონი გამოიყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები