მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვადებით მშენებლობის პირველი კონტრაქტი შპს კომფორტმშენ XXI-თან გაფორმდა

6326f626a5bee
BM.GE
18.09.22 14:39
829
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პირველი უწყებაა, რომელმაც განვადებით მშენებლობის პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა ტენდერი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქ ბოლნისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგების ახალ სისტემას შპს “კომფორტმშენ XXI” ააშენებს, რომელსაც წარსულში წყალმომარაგების მსხვილი საინჟინრო პროექტები აქვს განხორციელებული.

ბიზნეს რეესტრის მონაცამებით, კომპანია “კომფორტმშენ XXI”-ი2009 წელს დაფუძნდა, ფირმა ძირითადად სახელმწიფო ტენდერებში იღებს მონაწილეობას და მას მრავალმილიონიანი შესყიდვები აქვს მოგებული. მათ შორის უმსხვილესია 2020 წელს მოგებული 48.7 მილიონიანი ტენდერი, რომლითაც ფირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფლის წყალმომარაგების ახალ სისტემას აშენებს. ამავე წელს კომპანიამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ტენდერი მოიგო და მას 32.6-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა.

“კომფორტმშენ XXI”-ს გასაჯაროებული აქვს 2020 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც კომპანიამ წლის განმავლობაში 19.1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო მისი წმინდა მოგება 119 ათას ლარს შეადგენდა.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილი თათია წიკლაურს ეკუთვნის, ხოლო კომპანიის დირექტორის პოსტს ლაშა კიტია იკავებს.

განვადებით მშენებლობა არის სახელმწიფო შესყიდვის ახალი ფორმა, რა დროსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია მშენებლობას იწყებს სახელმწიფო გარანტიით, თუმცა ბიუჯეტის ავანსის გარეშე და პროექტზე ხარჯებს თავდაპირველად ან ბანკისგან მოზიდული კრედიტით ან საკუთარი რესურსით სწევს. ეს პროექტი მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსა, რა დროსაც ითქვა რომ მისი მეშვეობით წელსვე ასობით მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული ტენდერების გამოცხადება მოხდებოდა. თუმცა ჯერჯერობით ამ კატეგორიის მხოლოდ რამდენიმე ტენდერი გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები