მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ზარალიანი სახელმწიფო კომპანიები - რეიტინგი

ფული

საქართველოს მთავრობა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებები საერთო ჯამში 359 საწარმოს ფლობენ - ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2025 წლის ფინანსური მაჩვენებლები, რაც აღნიშნულმა კომპანიებმა საოპერაციო საქმიანობის შედეგად მიიღეს, საიდანაც ირკვევა რომ არაერთ მათგანში მრავალი ათეული მილიონი ლარის ზარალი დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო საწარმოებს 2023 წლის შემდგომ ორ ნაწილად ჰყოფს, ესენია სახელმწიფო კორპორაციების სექტორი, რომელშიც 89 კომპანია ერთიანდება, მეორე კი სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული საწარმო, რომელიც 270 კომპანიას მოიცავს. ამ კომპანიებს შორის სხვაობა ისაა, რომ სახელმწიფო კორპორაციების სტატუსი აქვთ კომპანიებს, რომელთაც მეტწილად შეუძლიათ კომერციული ოპერირება, ხოლო სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული საწარმოები კი არიან კომპანიები, რომლებიც ძირითადად კონკრეტულ მუნიციპალურ სერვისს ახორციელებენ და მუდმივად არიან დამოკიდებული სამთავრობო სუბსიდიებზე.

2025 წელს მსხვილი ზარალი სწორედ სამთავრობო სექტორს მიკუთვნებულ საწარმოებში აღირიცხა. ჯამურად ამ კომპანიებმა 2.6 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, ხოლო მათი ჯამური ზარალი 477 მილიონი ლარი იყო, ხოლო სახელმწიფო კორპორაციების ჯამური შემოსავალი 3.8 მილიარდი ლარი იყო, ხოლო მათში კი ზარალის ნაცვლად 431 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.

რაც შეეხება ყველაზე ზარალიან სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის პირველ ადგილზეა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც რეგიონებში სასმელი წყლის და წყალარინების სისტემებს მართავს, ასევე კომპანია ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ახორციელებს. კომპანიამ 2025 წელს 257 მილიონი ლარით იზარალა, მეორე ადგილზეა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 187 მილიონი ლარით იზარალა, მესამეზე კი შპს "სთარინგ ჯორჯიაა" 62 მილიონი ლარის ზარალით. ამასთან, თავად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 200 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო, 42.6 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო ბიუჯეტიდან "სთარინგ ჯორჯიამ", 69 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო "საქართველოს მელიორაციამ", "მოსავლის მართვის კომპანიამ 240 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო ყურძნის ჩაბარებისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კი თბილისის ბიუჯეტიდან 395 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო.

რაც შეეხება მომგებიან სახელმწიფო კორპორაციებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საქართველოს რკინიგზა 153 მილიონი ლარით; მეორე ადგილზეა სახელმწიფო ელექტროსისტემა 133 მილიონი ლარით; მესამეზე კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია 102 მილიონი ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები