მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვადებით მშენებლობის პირველი ტენდერის გამარჯვებული ცნობილია

6326e92d99f91
BM.GE
18.09.22 13:29
3280
განვადებით მშენებლობა არის სახელმწიფო შესყიდვის ახალი ფორმა, რა დროსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია მშენებლობას იწყებს სახელმწიფო გარანტიით, თუმცა ბიუჯეტის ავანსის გარეშე და პროექტზე ხარჯებს თავდაპირველად ან ბანკისგან მოზიდული კრედიტით ან საკუთარი რესურსით სწევს. ეს პროექტი მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსა, რა დროსაც ითქვა რომ მისი მეშვეობით წელსვე ასობით მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული ტენდერების გამოცხადება მოხდებოდა. თუმცა ჯერჯერობით ამ კატეგორიის მხოლოდ რამდენიმე ტენდერი გამოცხადდა. მათ შორის პირველი 36.6-მილიონიანი შესყიდვა გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნის, რომელიც ამჟამად ტენდერში კონტრაქტის გაფორმების ეტაპზეა. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კონტრაქტი შპს "კომფორტმშენ XXI"-თან გაფორმდება, რომელიც 34,562,790 ლარად ქალაქ ბოლნსისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგების სისტემებს ააშენებს. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დაფინანსება 2022-2026 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით მოხდება.

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად: 2022 წელს არაუმეტეს წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის ოდენობით, 2023-2025 წლებში არანაკლებს წელიწადშო ორჯერ, ხოლო 2026 წელს ერთჯერადად(2,5 %). მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ფინანსური გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს იმდაგვარად, რომ 2023 წლის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ ხელშეკრულების ღირებულების 12%-ს, 2024 წლის ფარგლებში არანაკლებ 45%-ს, ხოლო დარჩენეილი ნაწილი 2025 წელს,” - ნათქვამია სატენდერო პირობებში.

პარალელურად, შერჩევის ეტაპი მიმდინარეობს განვადებით მშენებლობის მეორე 35.7-მილიონიან ტენდერზე, რომლითაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სოფლების წყალმომარაგების ახალი სისტემა უნდა აშენდეს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები