დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოდის.
ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ ახლა, სანქციების მოხსნის დრო არ არის.
უკრაინის მოკავშირე ქვეყნის ლიდერები დღეს პარიზში რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს განიხილავენ. ელისეს სასახლეში ჯამში 31 ქვეყნის, მათ შორის NATO-ს მოკავშირეების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ნორვეგიის ლიდერებს ელიან. სამიტს ესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.
„ახლა არ არის სანქციების მოხსნის დრო. პირიქით, ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ სანქციები, რათა მხარი დავუჭიროთ აშშ-ს ინიციატივას რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მოსაყვანად ამ ქვეყნების ჯგუფის მხრიდან შემდგომი ზეწოლის გზით“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ცნობისთვის, სამიტის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის დამატებით €2-მილიარდიანი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.