მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განვითარებად ქვეყნებში ბრიტანეთიდან პლასტმასის ნარჩენების ექსპორტი 84%-ით გაიზარდა

პლსტმასის ნარჩენები

გაერთიანებული სამეფოდან პლასტმასის ნარჩენების განვითარებად ქვეყნებში ექსპორტი 2025 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 84%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ცნობილი The Guardian-ის ანალიზიდან ხდება.

ექსპორტის ზრდას, ძირითადად მალაიზიასა და ინდონეზიაში, კრიტიკოსები გამოუჩნდა, რომლებიც ფაქტს “არაეთიკურსა და უპასუხისმგებლო იმპერიალიზმს” უწოდებენ.

2023 წელს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, აეკრძალა ნარჩენების ექსპორტი ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც OECD-ის მიღმა არიან დარჩენილი. მიუხედავად ამისა, აკრძალვა ძალაში 2026 წლის ნოემბერში შედის და მხოლოდ 2.5 წელს იმოქმედებს, გაერთიანებულ სამეფოს კი მსგავსი შეზღუდვა საერთოდ არ აქვს.

პლასტმასის დაბინძურების მოწინააღმდეგე კამპანიური დაჯგუფება The Last Beach Cleanup-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში გაერთიანებული სამეფოდან ინდონეზიაში 24 ათასი ტონა პლასტმასის ნარჩენი გაიზარდა, როცა 2024 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი 525 ტონა იყო; მალაიზიაში კი ექსპორტი 18 872 ტონიდან 28 667 ტონამდე გაიზარდა. ამასთან, 2025 წლის მონაცემებით, ბრიტანეთიდან პლასტმასის ნარჩენების სრულ ექსპორტში არა-OECD-ის ქვეყნების წილი 20%-ია, როცა 2024 წელს 11% - იყო.

ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრიტანეთის მინისტრებს მედიასთან თვალთმაქცობაში ადანაშაულებს. როგორც ჯან დელი აღნიშნავს, “მთავრობა თვალთმაქცობს, როდესაც პლასტმასის ნარჩენების მართვის მოლაპარაკებებზე თავი “ამბიციური კოალიციის” წევრად მოაქვს, თუმცა ღარიბ ქვეყნებში ექსპორტის ასაკრძალად არაფერს აკეთებს”.

გაერთიანებული სამეფო მართლაც იყო სახელმწიფოთა “ამბიციური კოალიციის” წევრი, რომელიც პლასტმასის წარმოებისა და მოხმარების შემცირების შესახებ სავალდებულო ხელშეკრულების შემუშავებას ცდილობდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.

აქტივისტები მოუწოდებენ დიდ ბრიტანეთს, რომელიც პლასტმასის ნარჩენების ექსპორტიორ სამ უმსხვილეს ქვეყანას შორისაა ( წელიწადში დაახლოებით 600 000 ტონით), მიბაძოს ევროკავშირის მაგალითს და აკრძალოს ექსპორტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებში. ამასთან, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობის დონეზე უნდა დარეგულირდეს საფასო პოლიტიკა, რომელიც ნარჩენეის ექსპორტს უფრო იაფს ხდის, ვიდრე მის ქვეყანაშივე გადამუშავებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები