BMGTV-ის გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი”, რომელიც 25 იანვარს 11 საათსა და 30 წუთზე გავიდა ეთერში, მთლიანად მაღალტექნოლოგიურ კარდიოლოგიას მიეძღვნა, საქართველოს წამყვანმა კარდიოლოგებმა, კარდიოქირურგებმა და არითმოლოგებმა განიხილეს ქვეყნის მიღწევები, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები. გადაცემაში მონაწილეობას იღებდა 11 წამყვანი სპეციალისტი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ თანამედროვე კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის პროცესებში.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინტერვენციული კარდიოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში, ალექსანდრე ალადაშვილმა მედიცინის განვითარების მუდმივ პროცესზე და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა დღემდე გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი და მიღწევები აქვს.
„მედიცინა მუდმივად განვითარების პროცესშია და სწორედ ამიტომ წარმოიქმნება ახალი პრობლემები, რომლის გადაწყვეტაც პროფესიონალების ერთობლივი მსჯელობისა და რეკომენდაციების საფუძველზეა შესაძლებელი. ევროპის სტანდარტებს თუ შევედრებით, დღეს იმ დონეზე ჯერ კიდევ არ ვართ, თუმცა ჩვენი პროგრესი განვითარებად ქვეყნებთან შედარებით ნორმალურ დონეზეა.“ აღნიშნა ალექსანდრე ალადაშვილმა.




























