ღვინის სამშობლოში, ქართული ლუდის ბაზარი ყოველწლიურად იზრდება და მისი წარმოებაც იხვეწება. კვლევებით, 2016-23 წლებში, საქართველოში ლუდის მოხმარება, წლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა და მკვლევრების მოსაზრებით, ეს მაჩვენებლები, მიმდინარე წელს კიდევ უნდა გაიზარდოს. დღეის მდგომარეობით კი, ქვეყანაში 4 მსხვილი და 42 მცირე საწარმოა, რომლებიც ქართულ ლუდს აწარმოებენ.