მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვითარებისთვის გვჭირდება, რომ ჩვენს საქმეში პროფესიონალები გავხდეთ - ვასილ ბაბლუანი

 ვასილ ბაბლუანი

განვითარებისთვის გვჭირდება, რომ ჩვენს საქმეში პროფესიონალები გავხდეთ, - ასე უპასუხა საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია Gees Iberia Investment-ის დამფუძნებელმა ვასილ ბაბლუანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას, რა სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის.

მისი მოსაზრებით, დღეს ქვეყანაში პროფესიონალი კადრების ნაკლებობა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რაც განვითარებას აფერხებს.

„მნიშვნელოვანია, ვიყოთ პუნქტუალურები და მონდომებულები ნებისმიერ საქმეში. დღეს ჩვენს ქვეყანაში პროფესიონალი კადრების საჭიროებაა - ნებისმიერი ტიპის ინვესტიციას შესრულება სჭირდება. ჩვენ უნდა დავიწყოთ ყოველდღიური მოქმედება, რომ ხვალ ჩვენს საქმეს რასაც ხელს მოვკიდებთ, იმაში პროფესიონალები ვიყოთ. ამ მიმართულებას თუ მივყევით, ვფიქრობ ცოტახანში ცვლილებებიც გვექნება“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას უნდა დაესვას ქვეყანაში წერტილი, მან უპასუხა, რომ „გარჩევას, ვინ რა არ გააკეთა და ყველამ მოქმედება უნდა დავიწყოთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები