მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაოცებული ვართ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების კომენტარებით - უკრაინის საელჩო

6220aa1dc7de5
ინგა მურუსიძე
03.03.22 15:40
1036
"გაოცებული ვართ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების კომენტარებით", - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქმე ეხება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხს და ამაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, რომ გადაწყვეტილება გაუგებარია და ალოგიკურია.

„გაოცებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული მოღვაწეების კომენტარებით, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო აკავშირებენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებთან„უკრაინას გააჩნია პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია. ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია.

ეს არის ომი ევროპისთვის, მათ შორის ომი საქართველოსთვის. არ აქვს მნიშვნელობა და არავინ ეკითხება რომელი პარტიული ბილეთი აქვს ამა თუ იმ ქართველს, ვინც მზად არის დაეხმაროს უკრაინას ნებისმიერი ინსტრუმენტით, მადლობა მათ“, - განაცხადა კასიანოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები