მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გარანტირებული შენაძენი“ - ახალი ინოვაციური საბანკო პროდუქტი ბინის მყიდველებისა და დეველოპერებისთვის

615a9c7197f9e
ვიქტორია მღებრიშვილი
04.10.21 10:34
1518
საქართველოში მშენებარე, თუ ახალაშენებული ბინების შეძენისას, რიგ შემთხვევაში, მომხმარებელი საცხოვრებელი ბინის ვადაგადაცილებით - დაგვიანებით ჩაბარების წინაშე დგება. დროში გაწელილი ბინის ჩაბარების პროცედურები შემსყიდველებს აზარალებს და ფინანსურ ზიანის წინაშეც აყენებს. ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის „საქართველოს ბანკმა“ ბინის ყიდვის მსურველებს ახალი, ინოვაციური პროდუქტი „გარანტირებული შენაძენი“ შესთავაზა, რომელიც დეველოპერებისგან უძრავი ქონების შესყიდვას აზღვევს. ამასთან, მომხმარებელს ამ პროდუქტში დამატებითი თანხის გადახდა არ უწევს.

საქმი ისაა, რომ პროდუქტით სარგებლობისას დეველოპერის მხრიდან ბინის ჩაბარების დაგვიანების შემთხვევაში, მყიდველს კომპანიისთვის გადახდილ თანხას ბანკი უნაზღაურებს; მეორე მხრივ კი, დეველოპერებს ფინანსურ ინსტიტუტთან ამ პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში სანდო იმიჯის შექმნის პარალელურად, გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობა უქმნის.

„საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, რომ ბინის შეძენის პროცესის არაერთ დეტალზე დაფიქრების შემდეგ მომხმარებლისთვის, ამ პროცესის გამარტივებისა და რისკების შემცირების მიზნით, პროდუქტ „გარანტირებული შენაძენის“ შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ინიციატივის ფარგლებში მომხმარებელი აღნიშნულ სქემაში ჩართული დეველოპერული კომპანიებისგან გარანტირებული შენაძენის გაკეთებას შეძლებს, რაც მომხმარებლის დაცულობასა და სანდოობას ზრდის. მეორეს მხრივ, ეს დეველოპერებისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, საკუთარი საქმიანობა განავითარონ და მომხმარებლისთვის ბინის შეძენის პროცესი კიდევ უფრო კომფორტული და საიმედო გახადონ“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

რა სარგებელს იღებს მომხმარებელი ახალი პროდუქტით სარგებლობისას და რა უპირატესობები აქვს „გარანტირებულ შენაძენს“ ბანკის პარტნიორი დეველოპერული კომპანიებისთვის - ამ კითხვებზე პასუხი კომპანია B2B Development-ის გენერალურმა მენეჯერმა ირაკლი ბერიძემ გასცა. საკურორტო ზონაში, კონკრეტულად გონიოსა და ბათუმში „ნავის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიაში პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტისგან მომხმარებლისთვის მსგავსი პროდუქტის შეთავაზებას ელოდნენ.

„საქართველოს ბანკთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მსგავსი სახის პროდუქტის წარმოდგენაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი, შესაბამისად ამ პროდუქტზე მოთხოვნაც იყო და მის ჩაშვებას, როგორც საქართველოს ბანკის პარტნიორები, ველოდით.

ჩვენი მომხმარებელი ძირითადად უცხოელები, ან უცხოეთში მცხოვრები ქართველები არიან, რომლებიც საქართველოს ზღვისპირეთში უძრავი ქონების შესყიდვით არიან დაინტერესებულნი. როდესაც ადამიანია ბინის შეძენას წყვეტს, ძირითადი რისკები უძრავი ქონების კომპანიის კეთილსინდისიერებასთან, მის სამშენებლო სიმძლავრეებთან და ფინანსურ მდგრადობასთანაა დაკავშირებული.

აქამდე კომპანიებს ჩვენი გაყიდვებისა და ხელმძღვანელობის ჩართულობით უწევდათ მომხმარებლის დარწმუნება, რომ სანდო დეველოპერული კომპანია ვიყავით. ადამიანებს, რომელსაც გარკვეულწილად უარყოფითი გამოცდილება ჰქონდათ ბინების შეძენის მხრივ ან რაღაც სახის ინფორმაციას ფლობდნენ, ეს სეგმენტი ყველაზე ამოუვსებ სიღრმეებად რჩებოდა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მძლავრი ფინანსური ინსტიტუტი ეს პროდუქტი საშუალებას იძლევა, რომ მშენებარე ობიექტში განხორციელებული ინვესტიციის დაზღვევა თავად ბანკის მხრიდან მოხდეს. ერთია როდესაც გარანტიების შესახებ ინფორმაციას მყიდველი, გაყიდვებით დაინტერესებული კომპანიის მხრიდან იღებს, ხოლო მეორეა როდესაც მესამე მხარე, რომელიც გარიგებაში არ მონაწილეობს და მძლავრ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს ამ გარიგების გარანტიის საშუალებას იძლევა.

B2B Development-სა და პროექტ NAVI-ს გაყიდვები სრულად კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული და ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს, მიუხედავად ამისა, ახალ მომხმარებელთან ურთიერთობისას, ეს პროდუქტი ჩვენს სანდოობას გაზრდის, რაც საწინდარი იქნება იმის, რომ უცხოურ ბაზრებზე უფრო აგრესიული პოლიტიკით წარვდგეთ და ჩვენს ქვეყანაში უცხოელებისა და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ეს პროდუქტი „გარანტირებული შენაძენი“, როგორც მძლავრი მექანიზმი გამოვიყენოთ“, - განაცხადა პროექტ NAVI-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბერიძემ.

„არეა ენტერფრაიზის“ პროექტების ხელმძღვანელი შალვა ლოჩოშვილის ახალ პროგრამაში ჩართვის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ახალი პროდუქტი უძრავი ქონების გაყიდვების პროცესს გაამარტივებს.

„ამ პროდუქტის უძრავი ქონების მყიდველის მხრიდან დეველოპერული კომპანიებისადმი სანდოობას მნიშვნელოვნად გაზრდის. საწყის ეტაპზე მიჭირს მოლოდინებზე საუბარი, თუმცა პროგრამაში ჩართული კომპანიებისთვის, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან „საქართველოს ბანკი“ მომხმარებლისთვის ქონების შეძენის გარანტორად დგება“, - აღნიშნა შალვა ლოჩოშვილმა.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები