მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბინის შერჩევისას? – „აპექს დეველოპმენტის“ მოსაზრება

64ab0db184c4e
ლიკა მეგუთნიშვილი
10.07.23 00:20
1458
დეველოპერული კომპანია „აპექს დეველოპმენტის“ კომერციულმა დირექტორმა, გიორგი ბაქრაძემ BMGtv-ის გადაცემა „Forbes-ის კვირაში“ საქართველოში არსებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი მიმოიხილა.

როგორც გიორგი ბაქრაძე აღნიშნავს, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბინებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და როგორც ნავარაუდევია, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

ამის მიზეზად ბაქრაძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

„უპირველესად, თბილისში ძალიან ბევრი ძველი სახლია, რომელიც ახლით უნდა ჩანაცვლდეს და მომხმარებლის მოთხოვნილება, გადავიდეს ახალაშენებულ კორპუსში - მაღალია. ზრდა ასევე განაპირობა იმან, რომ პანდემიის პერიოდში ინდუსტრია იყო შეჩერებული, შემდეგ ომი დაიწყო... ეს ბუმი კი, რაც ახლაა, ამ ყველაფრის შედეგია, გაჩერებული ინდუსტრია დაიძრა. თავისთავად, საგულისხმოა ისიც, რომ თბილისის მოსახლეობა იზრდება, რაც მოთხოვნაზე პირდაპირ აისახება“, - აცხადებს გიორგი ბაქრაძე.

როგორც „აპექს დეველოპმენტის“ კომერციული დირექტორი აღნიშნავს, ბინებზე მოთხოვნის ზრდა ზემოთჩამოთვლილ გარემოებებთან ერთად, მომხმარებლის ქცევის ცვლილებამაც განაპირობა.

„თუკი ადრე დიდ ოჯახებში ყველა ერთად ცხოვრობდა, ახლა ეს ტენდენცია შეცვლილია და სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს სურვილი, ცალკე გადავიდეს საცხოვრებლად. ეს ყველაფერი კი, ბინებზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს“ - განმარტავს ბაქრაძე.

გიორგი ბაქრაძემ „Forbes-ის კვირაში“ საუბრისას ყურადღება სამშენებლო სექტორის ტენდენციებსა და ბოლო წლების განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნების ცვლილებაზეც გაამახვილა.

„ჩვენ ვაკეთებთ კვლევას და მომხმარებელს ვეკითხებით, რა სურთ მათ, რომ გავიგოთ, რა არის მათთვის პრიორიტეტი. მათი პასუხებიდან გამომდინარე, თუ ადრე სახლი მხოლოდ თავშესაფარი იყო, ახლა მოსასვენებელი სივრცე ხდება, სადაც დამღლელი დღის შემდეგ ადამიანს დასვენება და კომფორტის მოწყობა შეუძლია.

თბილისში არსებული საცობებიდან გამომდინარე, მათ ასევე სურთ ახლოს ჰქონდეთ სუპერმარკეტი, სავაჭრო ცენტრი, აუზი, გამწვანებული სივრცე, ბანკი, აფთიაქი და ა.შ, რომ გადაადგილებაში დრო არ დაკარგონ. აქედან გამომდინარე, ამ მულტიფუნქციურ სერვისს სულ უფრო მეტი სამშენებლო კომპანია სთავაზობს მომხმარებელს“, - აღნიშნავს „აპექს დეველოპმენტის“ კომერციული დირექტორი.

ბაქრაძის თქმითვე, მომხმარებლის სურვილს „აპექს დეველოპმენტი“ ითვალისწინებს და ცდილობს, ერთი საცხოვრებელი სივრცე ყველა საჭირო სერვისით უზრუნველყოს.

„ჩვენც ვცდილობთ, რომ დიდი მიწის ნაკვეთები ავიღოთ, იქნება ეს 5000, 7000 თუ 8000 კვ.მ, და იქ დავიწყოთ მშენებლობა, რადგან მომხმარებლის ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ეს არის ფაქტობრივად მიკროუბნები, რომელიც შემოსაზღვრულია, აქვს საკუთარი სივრცე და 700-800 ოჯახს შეუძლია ცხოვრება“, - განაცხადა „აპექს დეველოპმენტის“ კომერციულმა დირექტორმა, გიორგი ბაქრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები