მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაბანში მზის ელექტროსადგურის პროექტს არაბული კომპანია „მასდარი“ განახორციელებს

63a998d79a5bb
ინგა მურუსიძე
26.12.22 16:45
983
არაბთა გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო კომპანია „მასდარი“ გარდაბანში მზის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

"დღეს განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება დაევალება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“. ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალი სამგორი.

ელექტროსადგურის პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება 196,7 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი 86,935 მლნ. აშშ დოლარი", - იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საინვესტიციო კომპანია "მასდარს" ენერგოსექტორში განსაკუთრებული სპეციალიზაცია გააჩნია.

"დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან გაფორმდეს ხელშეკრულება, წინასწარი სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოხდა ტარიფის დაზუსტება, ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რამდენიმე შეხვედრა მე მქონდა პირადად ინვესტორ კომპანიასთან, ეს არის გლობალურად ყველაზე ცნობილი ინვესტორი, განსაკუთრებით განახლებად ენერგიებში, მათ შორის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში აქტიურად აპირებს ინვესტიციების განხორციელებას, დაწყებული აქვს პროექტები და საქართველოში ამ პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ინვესტორის შემოყვანის წინაპირობა. ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები