შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“ 2024 წელი გაზრდილი შემოსავლებით და სტაბილური მოგებით დაასრულა - ამის შესახებ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ხდება ცნობილი.
2024 წელს ელექტროენერგიის გამომუშავებით მიღებულმა შემოსავალმა 242.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე (192.5 მლნ ლარი) 26%-ით მეტია.
მოგება: საერთო მოგება – 107.9 მლნ ლარი (2023: 108.5 მლნ ლარი), საოპერაციო მოგება – 58.7 მლნ ლარი (2023: 64.9 მლნ ლარი), წმინდა მოგება – 66.5 მლნ ლარი (2023: 71.3 მლნ ლარი).
კომპანიის აქტივები 2024 წლის ბოლოს 419.9 მლნ ლარს შეადგენდა (2023: 395.9 მლნ ლარი), კაპიტალი – 377.1 მლნ ლარს, ვალდებულებები – 42.8 მლნ ლარს (2023: 85.2 მლნ ლარი).
წინა წლებში დაგროვილი ვალდებულებიდან კომპანიამ 46.9 მლნ ლარი გადაიხადა.
კაპიტალურ ინვესტიციებში გაღებული თანხა 12.9 მლნ ლარს შეადგენდა, რაც სადგურის რემონტსა და სათადარიგო ნაწილების შეძენას უკავშირდება.
აქციონერები:
2024 წლის ბოლოს „გარდაბნის თბოსადგურის“ აქციონერები იყვნენ:
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ – 78.3%,
სს „საქართველოს რკინიგზა“ – 21.7%.




























