ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 19 აგვისტოს განახლებული მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებული პირების გარდაცვალების მაჩვენებელი საგანგაშოა. ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 58 შემთხვევაა, რაც ბუნებრივია საგანგაშოა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმის აუცილებლობაზე რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში კორონავრუსით ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Covid-19-ით ბოლო 24 საათში 4 471 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცავალა.




























