მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაცვალების მიზეზები საქართველოში

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში ეს რიცხვი 13%-ით შემცირდა და 42 756-ით განისაზღვრა, საიდანაც, ყველაზე მეტი ადამიანი კვლავ სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით და სიმსივნეებით გარდაიცვალა. მთლიან რაოდენობაში სისხლის მიმოქცევის დაავადებებით გარდაცვლილთა რაოდენობას 40% უჭირავს, 17 100 ადამიანი გარდაიცვალა ამ მიზეზით რაც 2022 -თან შედარებით 541-ით ნაკლებია.

რაც შეეხება სიმსივნეს, აქ მაჩვენებელი 2022-თან შედარებით კიდევ მომატებულია. 4 939 ადამიანი რეგისტრირდება, რაც 11,6%-იანი მაჩვენებლით მეორე ადგილზეა.

სამეულშია სასუნთქი სისტემების ავადმყოფობები - 3 214 ადამიანი გარდაიცვალა ამ მიზეზით რაც 2022-თან შედარებით ასევე მზარდია მაჩვენებელია.

გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2023 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ამ კონტექსტში საინტერესოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები, რომელიც 10 000 მოსახლეზე ექიმების რაოდენობას ითვლის და ამბობს, რომ საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. გამოცემა Visual Capitalist აქვეყნებს სტატიას, რომელშიც განხილულია ქვეყნები ექიმების ყველაზე მაღალი და დაბალი სიმჭიდროვით. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის მუშაკთა სიმჭიდროვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომია, რომელსაც გაერო ითვლის - 2016 წლის ჯანმოს კვლევის თანახმად, სამედიცინო სფეროში სამუშაო ძალის გაძლიერება და გაფართოება ქვეყნის ეკონომიკას აუმჯობესებს.

რეიტინგი ასე გამოიყურება: 10 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი ექიმი 63.9 ერთეულით ფიქსირდება ბელგიაში, რომელსაც 56,1-ით მოჰყვება საქართველო. სამეულშია ავსტრია - 55.1. თითქმის ამდენივეა 51,3 ლიეტუვაში და ბულგარეთში 49. მეორე ხუთეულში მოხვდნენ: ურუგვაი - 46.3; ისლანდია - 45.2; კაბო-ვერდე - 44.6; იტალია - 42.5; არგენტინა - 40.8;

საინტერესოა, რომ 8 აფრიკულ ქვეყანაში 10 000 მოსახლეზე ერთ ექიმზე ნაკლები მოდის. Africa Reports-ის ინფორმაციით, სამედიცინო სტუდენტები განათლების მისაღებად კონტინენტს ტოვებენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, უკან აღარ ბრუნდებიან.

10 ქვეყანა სადაც ყველაზე ცოტა ექიმია 10 000 მოსახლეზე ასე გამოიყურება:

  • ეთიოპია - 1.1;
  • კენია - 1.0;
  • ჩადი - 0.9;
  • მოზამბიკი - 0.8;
  • ტოგო - 0.8;
  • ერიტრეა - 0.7;
  • ალავი - 0.5;
  • სიერა-ლეონე - 0.4;
  • გვინეა - 0.2;
  • ნიგერია - 0.2;

რაც შეეხებათ დიდი შვიდეულის ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას და იტალიას 10 000 მოსახლეზე 42-45 ექიმით ლიდერობენ. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 32-ია, იაპონიასა და კანადაში კი მათი რიცხვი შედარებით დაბალია და 10 000 მოსახლეზე 25-26-ს შეადგენს.

რა კავშირი არსებობს ექიმების რაოდენობასა და ჯანდაცვის ხარისხს შორის?

სტუმარი: სანდრო ურუშაძე - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები