მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე - ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ _ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა!

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე - ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’  5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა!
05.06.24 09:08
276

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია ადამიანების პასუხისმგებლობის გაცნობიერება ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიური ჩართვა.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ყოველწლიურად გარემოს დაცვის კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდის თანამშრომლები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის ხვდებიან ,,შუახევი ჰესის’’ არეალში მდებარე სკოლების მოსწავლეებს, რათა გაზარდონ მათი ინფორმირებულობა გარემოსდაცვით საკითხებზე.

დღეს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას” მენეჯმენტის წევრები სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლას ესტუმრებიან. სკოლის მოსწავლეებს მიაწვდიან ინფორმაციას გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და მათი ჩართულობით განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს.

,,ჩვენი კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა თაობასთან, რათა გავზარდოთ ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში. შუახევი ჰესის ოპერირების არეალში არსებულ სკოლებში ტარდება შეხვედრები, სადაც ვსაუბრობთ ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და მისი დაცვის აუცილებლობაზე. დღეს, გარემოს დაცვის კვირეულის ფარგლებში, შევხვდებით სკოლის მოსწავლეებს და მივაწვდით ინფორმაციას გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და ამავდროულად, მათი ჩართულობით განვახორციელებთ პრაქტიკულ აქტივობებს, რათა მომავალში გარემოზე ზრუნვა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცეს“ - განაცხადა კომპანიის გარემოსთან შესაბამისობის გუნდის ხელმძღვანელმა ნინო გაგუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები