მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

გიორგი წკრიალაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით სონღულაშვილმა თანამშრომლებს გიორგი წკრიალაშვილი წარუდგინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აპოლონ კაკაბაძე თანამდებობა 2025 წლის დეკემბერში დატოვა. როგორც მაშინ bm.ge-ს უწყებაში უთხრეს, მოადგილე "პირადი განცხადების საფუძველზე" გადადგა. მანამდე მაისში მინისტრის მოადგილის პოსტი იური ნოზაძემ დატოვა, რომელიც უწყებაში ამ პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა.

მინისტრმა გიორგი წკრიალაშვილის პროფესიულ გამოცდილებასა და განათლებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება და ხედვები სამინისტროს საქმიანობას კიდევ უფრო გაააქტიურებს. დავით სონღულაშვილმა ახალი გუნდის წევრს წარმატებები უსურვა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრის ახალ მოადგილეს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პოზიციას იკავებდა იუსტიციის სამინისტროში, მათ შორის 2001–2004 წლებში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. ასევე წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

ბოლო წლებში იგი კერძო სექტორში საქმიანობდა როგორც მეწარმე სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით, საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. 2023 წლიდან დღემდე იყო სამშენებლო კომპანიების ჯგუფის „რეფორმა ქონსთრაქშენი“ გენერალური დირექტორი.

გიორგი წკრიალაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი; ასევე სწავლობდა რურის უნივერსიტეტსა (Ruhr-Universität Bochum, ქ. ბოხუმი, გერმანია) და ჩრდილო-დასავლეთ მიჩიგანის კოლეჯში (Northwestern Michigan College, მიჩიგანის შტატი, აშშ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები