მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ნანა ჯანაშიას გარდაცვალების გამო განცხადებას ავრცელებს

ჯანაშია
BM. GE
19.08.23 21:14
113

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

"გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და ქალბატონ ნანა ჯანაშიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა სამინისტროს და მასში შემავალ ყველა იმ უწყებას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს.

ქალბატონი ნანას ინიციატივით და ხელმძღვანელობით, ტყის მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილების, ნარჩენების მართვის, გარემოსდაცვითი განათლების, მდგრადი განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით უმნიშვნელოვანესი გარემოსდაცვითი პროექტები ხორციელდებოდა კავკასიის რეგიონში და, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ნანა ჯანაშიას ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს", - წერია განცხადებაში.

17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია. გავრცელებული ინფორმაციით ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები