მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ადრეული გაფრთხილების მობილური აპლიკაცია შექმნა

გარემო აპლიკაცია

გარემოს ეროვნულმა სააგენტო, ადრეული გაფრთხილების მობილური პლატფორმა დანერგა, რომელიც მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, მოსალოდნელი ამინდის და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შესახებ ინფორმაცია და გაფრთხილებები სწრაფად და მარტივად მიიღონ - ამის შესახებ თავად სააგენტო წერს.

აპლიკაცია METEO.GOV.GE ხელმისაწვდომია, როგორც Android-ის, ისე IOS სისტემებში.

Android: https://play.google.com/store/apps/details...

Ios: https://apps.apple.com/ge/app/meteo-gov-ge/id6760638680

15 ივლისის მონაცემებით, ამჟამად აპლიკაციაში უახლოესი 3 დღის გაფრთხილებებია მოცემული, რაც ამინდის ისეთ პირობებს ითვალისწინებს, როგორებიცაა: ძლიერი ქარი, ძლიერი წვიმა, ღამის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ნალექი და ელჭექი.

BM.GE ცდილობს, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან გაარკვიოს, ზუსტად რა ტიპის გაფრთხილებებს მიიღებენ მოქალაქეები მობილური აპლიკაციით და რა დაჯდა აღნიშნული პლატფორმის მომზადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები