მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოსდამცველმა აქტივისტებმა, კლოდ მონეს ,,გაზაფხულს" წვნიანი შეასხეს

მონე

მონა ლიზას შემდეგ, აქტივისტებმა წვნიანი კლოდ მონეს ,,გაზაფხულსაც" შეასხეს.

10 თებერვალს ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ორმა აქტივისტმა კლოდ მონეს ნახატს, „გაზაფხული“ წვნიანი შეასხა.

BBC-ის ცნობით, ორმა გარემოსდაცვითმა აქტივისტმა აქტით პროტესტი გამოხატეს კლიმატური ცვლილებებისა და სოციალური უთანასწორობის მიმართ.

გამოცემა წერს, რომ ჯგუფმა Riposte Alimentaire, რომელიც ცნობილია სურსათის ნარჩენების არარაციონალური მოხმარების წინააღმდეგ ადვოკატირებით და მდგრადი სოფლის მეურნეობისადმი მიდგომით, გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი თემის აქტუალიზებისთვის.

ორი აქტივისტი ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოხატული პროტესტის უცნაური ფორმის შემდეგ წინააღმდეგობის გარეშე დააკავეს. ლიონის მერმა, გრეგორი დუსეტმა, სინანული გამოხატა მომხდარის გამო, მაგრამ აღიარა კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული შეშფოთების ლეგიტიმურობა.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვწუხვარ ხელოვნების ასეთი ძვირფასი ნიმუშისთვის მიყენებული ზიანის გამო, მესმის ის წუხილი და იმედგაცრუება, რომელსაც ეს ახალგაზრდა ქალები გრძნობენ“, - თქვა დუსეტმა.

შეგახსენებთ, მომიტინგეებმა პარიზში მინით დაცულ მონა ლიზას ნახატს წვნიანი 2024 წლის 28 იანვარს შეასხეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები