მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით არაფერი ხდება

646733cfe6814
ინგა მურუსიძე
19.05.23 12:29
598
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის მიმართულებით არაფერი არ ხდება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

„არაფერი არ ხდება, ნუ ავრცელებთ ტყუილებს. წყნარად იყავით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ოდესმე განიხილება თუ არა რკინიგზის აღდგენა, პრემიერმა უპასუხა, რომ „თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს მოხდება აუცილებლად, ამის შემდეგ ბევრი რამ შეიძლება განვიხილოთ“. აქვე პრემიერმა მედიას მოუწოდა, რომ მისი ეს განცხადება ჰედლაინად გაეტანათ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი სავიზო რეჟიმის მოხსნისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმისვლის აღდგენას არ გამორიცხავს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები