მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი არაფორმალურ ლანჩს დაესწრო, სახელწოდებით - “გლობალური თანამშრომლობის ახალი მუხტი”

63c81447287a0
BM.GE
18.01.23 20:34
358
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით - “გლობალური თანამშრომლობის ახალი მუხტი”.

მათივე ცნობით, ლანჩის მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა კი განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებულ კომპანიებთან მართავს და იგი დარწმუნებულია, რომ ამ კომუნიკაციით საქართველოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები