მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი ხორვატიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

63e5fd66644c5
BM.GE
10.02.23 12:15
818
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ხორვატიის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ინფორმაციისთვის, ზაალ გოგსაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და უნგრეთში.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები