მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილსა და პაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

63677cb0ddbca
BM.GE
06.11.22 13:19
505
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ პაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, კოლეგებმა საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

"გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები