"ოცნების" მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართული კულტურის აღორძინებისთვის ყველაფერი გაკეთდება.
როგორც მან კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, გარკვეულ წლებში ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება.
„ჩვენ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გვქონდა კულტურული აღორძინების ხანა, როდესაც განსაკუთრებით განვითარდა საქართველოში შემოქმედების ყველა სფერო. ამის შემდეგ იყო 90-იანი წლები. ამის შემდეგ იყო გარკვეული წლები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება და ამას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა და რეალურად არ ხდებოდა ზრუნვა კულტურის განვითარებაზე, რამაც შექმნა საკმაოდ რთული მდგომარეობა ხელოვნების, კულტურის, შემოქმედებით სფეროში. მინდა, ყველას გისურვოთ ჩვენი კულტურის აღორძინება. ამაში თქვენ განსაკუთრებული როლი გაკისრიათ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა




























