მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარკვეული ჯგუფების სავალდებულო აცრა ვაქცინაციის ტემპზეც დადებითად აისახება - ჩხაიძე

615c5b84ccf6f
ინგა მურუსიძე
06.10.21 09:45
535
იაშვილის კლინიკის ბავშვთა პედიატრიული განყოფილების უფროსი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფების სავალდებულო აცრა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ვაქცინაციის ტემპზეც დადებითად აისახება. ამის შესახებ მან „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

„ყურადღება მოდუნდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ფსიქოლოგიური მომენტია, რომ ადამიანებს აღარ აშინებთ კორონავირუსი ისე, როგორც 1 წლის წინ. მოსახლეობის დიდ ნაწილს შიში აღარ აქვს და მათი არჩევანი ვაქცინაციის შესახებ სწორედ ამას უკავშირდება.

ძალიან კარგი იქნება, თუ უწყებათშორისი საბჭოს მიერ უკვე დაგეგმილი ღონისძიებები შედეგებს გამოიღებს, თუმცა ვფიქრობ, მეტია გასაკეთებელი. მგონია, რომ სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეულ ჯგუფებში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და მნიშვნელოვნად გაზრდის ვაქცინაციის პროცესს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ: უკვე რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია მოქმედებს. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის მარათონის დაწყება იგეგმება, ხოლო ექიმები და ექთნები, ვინც 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს, ვაქცინაციაზე დაითანხმებენ და აცრიან, დამატებით ფინანსურ ანაზღაურებას მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები