საუბარი მიდის, რომ რუსეთი მალე ემბარგოს მოხსნის, მაგრამ თუ დისქაუნთით, ევროპულ საწვავზე უკეთეს ფასად არ შესთავაზებს საქართველოს, მაშინ ამას აზრი არ ექნება, - ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა.
"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში, საწვავის დეფიციტი არ არის, არ ყოფილა და არც მოსალოდნელია. ვინმე თუ გულისხმობს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია დიახ, ეს ასეა და განპირობებულია იმით, რომ გადამმუშავებელი კომპლექსები თანდათან ხელში ადნება. ახლა, წავიდა იმაზე საუბარი, რომ ძალიან მალე, რუსეთი მოხსნის ემბარგოს და შემოგვთავაზებს [საწვავს]. მინდა გითხრათ, რომ თუ ის ჩვენ არ მოგვცემს კარგი დისქაუნთით საწვავს, მაშინ რეზონი არ აქვს მაშინ რა აზრი აქვს თუ ევროპის ფასად მოგვცა? თუ დისქაუნთით არ მოგცემს, მაშინ არ გვინდა", - განაცხადა იობაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში საერთაშორისო ტენდენციიდან გამომდინარე საწვავს ფასის კლებაა მოსალოდნელი, თუმცა იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვერ ამბობს, როგორი იქნება შემცირება.
რუსეთის მთავრობამ 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალა.