მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასაქირავებელი ბინების მესაკუთრეებს პრობლემები შეექმნათ - ასოციაცია მთავრობას მიმართავს

6364e5851362c
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.22 14:21
2476
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია საქართველოს მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს, ამის შესახებ გაერთიანების მიერ მთავრობისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამია.

ასოციაციის მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გააქტიურებულმა მიგრაციამ საქართველოს დიდ ქალაქებში გასაქირავებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, რა დროსაც გახშირდა ფაქტები, ქირით დაკავების შემთხვევაში ურჩი გადამხდელების შესახებ.

„მივმართავთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, ქონების მესაკუთრეების უფლებების დასაცავად, დაუყოვნებლივ მიიღონ საკანონმდებლო ცვლილებები საპოლიციო გამოსახლების წესის აღსადგენად, რათა დაცული იყოს მესაკუთრე კონსტიტუციით აღიარებულ უფლებაში და ხელშეშლის გარეშე განკარგავდეს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას“, - ნათქვამია საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მიერ მთავრობისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები