მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასართობი ცენტრების სერვისები დაახლოებით 10%-ით გაძვირდა - ასოციაცია

გასართობი ცენტრი

გასართობი ცენტრების სერვისების ღირებულება საქართველოში საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფასების ზრდის მთავარი მიზეზი პროდუქციის გაძვირება და გაზრდილი ხარჯებია: „დაახლოებით 10% არის გაძვირებული სერვისის ღირებულება - ამის ბიძგს გვაძლევს გაძვირებული პროდუქტი. ეს შემდეგ აისახება შეთავაზებებზე. ასევე, სახელფასო მიმართულება. ვინაიდან, როდესაც პროდუქტები ძვირდება, ხელფასებიც კორექტირდება, რომ თანამშრომლები ამ ხარჯებს დაეწიონ“.

მთიულიშვილის ინფორმაციით, ამჟამად, საშუალოდ 10-15 ბავშვზე გათვლილი დაბადების დღის ორგანიზება 500-650 ლარის ფარგლებში მერყეობს. ხოლო, მომხმარებლების უმეტესობა ადგილობრივია: „მომხმარებლების დაახლოებით 90% ქართველია, 7-8% - საქართველოს მოქალაქე უცხოელები, ხოლო 2-3% დროებით შემოსული უცხოელები. მათ შორის ხშირად არიან უკრაინელები, აზერბაიჯანელები და აზიური ირანელები ჩამოსულები”, - თქვა მან.

მისივე თქმით, ბაზარი ამ ეტაპზე, სტაბილურია და გასართობი ცენტრების რაოდენობაც იზრდება: „ცენტრების რაოდენობა მზარდია, იხსნება ახალი ობიექტები. 2026 წელი სტაბილურია - არც მკვეთრი ვარდნაა და არც განსაკუთრებული ზრდა. ფასების კორექტირება მოხდა, თუმცა ზრდა ზომიერია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები