კოჰრეინის ლაბორატორიამ (Cochrane Library) გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების ზეგავლენასთან დაკავშირებით ჩატარებული 13 კვლევის ანალიზს წარმოადგენს.
იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და მწეველთა დიდი ნაწილი არ ანებებს თავს მოწევას, კოჰრეინის ლაბორატორიის მკვლევარების მიზანი იყო, ერთი მხრივ, გამოეკვლიათ, თუ რამდენად უწყობს ხელს გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაზე გადასვლა ტრადიციული სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებას და, მეორე მხრივ, შეეფასებინათ, გასახურებელ თამბაქოზე გადართვა რამდენად განაპირობებს არასასურველი გვერდითი მოვლენების გამოვლენას.
იმისათვის, რომ მკვლევარებს პასუხი გაეცათ აღნიშნულ კითხვებზე, მათ მოიკვლიეს თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის შესახებ ჩატარებული ის კვლევები, რომელთა მთავარ საძიებო საკითხს ტრადიციული მოწევისთვის თავის დანებების პროცესში გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების როლის, ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერებებისადმის ზემოქმედება და მომხმარებლებში გვერდითი მოვლენების გამოვლენა წარმოადგენდა. ამისათვის კი მათ შეარჩიეს ყველაზე მაღალი სარწმუნოების კვლევები, კერძოდ რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები, რომელიც ჩატარებული იყო 2021 წლის იანვრამდე. აღნიშნული კვლევები მოიძიეს Cochrane Tobacco Addiction Group's სპეცილიზირებულ რეესტრში, CENTRAL, MEDLINE, და ექვს სხვა მონაცემთა ბაზაში.
ანალიზის შედეგად ლაბორატორიის მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ იმის გამო რომ არ არის ჩატარებული შესაბამისი კვლევები, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი მწეველს ეხმარება, თავი დაანებოს მოწევას. ასევე აღნიშნეს რომ არასასურველი გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა არ არის განსხვავებული როგორც ტრადიციული თამბაქოს მომხმარებლის, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მომხმარებლისა და იმ ჯგუფს შორის რომლებიც არ მოიხმარდენ თამბაქოს. , ხოლო სერიოზული გვერდითი მოვლენების გამოვლენა მოკლევადიან პერიოდში (დაახლოებით 13 კვირის განმავლობაში) იყო იშვიათი სამივე ჯგუფში.
გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, სავარაუდოა, რომ მავნე ტოქსიკური ნივთიერებების დონე უფრო დაბალია გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მომხმარებელთა ჯგუფში, ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა ჯგუფთან შედარებით (10 კვლევა, 1959 მონაწილე). თუმცა, შესაძლებელია რომ იყოს მეტი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ მოიხმარს არანაირ თამბაქოს პროდუქტს (5 კვლევა, 382 მონაწილე).
საინტერესოა, რომ ლაბორატორიის დასკვნა შესაბამისობაში მოდის გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების განცხადებებთან. მაგალითად, თამბაქოს ინდუსტრიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია, რომელიც გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებთან დაკავშირებული ინოვაციების სათავეში დგას, აცხადებს, რომ თამბაქოს ალტერნატიული უკვამლო მოწყობილობები არ წარმოადგენს ტრადიციული მოწევისთვის თავის დანებების საშუალებას, არამედ მიზნად ისახავს, შეამციროს ტრადიციულ მოწევასთან დაკავშირებული რისკები და ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად მწეველთა ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.
საბოლოოდ კი, დასკვნის ავტორები მიიჩნევენ, საჭიროა უფრო მეტი დამოუკიდებელი კვლევის ჩატარება იმისათვის, რომ შევძლოთ, დანამდვილებით ვთქვათ, რამდენად უწყობს ხელს თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების მოხმარება ტრადიციული მოწევისთვის თავის დანებებას, რა გვერდითი ეფექტები აქვს თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს და რა ზეგავლენას ახდენს ის მოწევის დინამიკაზე.
კოჰრეინის ლაბორატორიის დასკვნას BMG-ისთან საუბარში გამოეხმაურა მედიცინის დოქტორი, ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მეცნიერულად დადასტურებული იყო აქამდეც, რომ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების პროვოცირებას ძირითადად სწორედ წვის შედეგად გამოყოფილი ნივთიერებები ახდენდნენ. კვლევასთან დაკავშირებით ქურდაძე აღნიშნავს, რომ მისი მეთოდოლოგია გამჭვირვალეა.
"გაერთიანებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ არსებობდა საშუალო სიზუსტის მტკიცებულება, რომ ზოგიერთი გაზომილი ტოქსიკანტისა და კანცეროგენის ზემოქმედება უფრო დაბალი იყო მწეველებში, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ გასახურებელ პროდუქტებზე გადასვლაზე, ვიდრე პირებში, რომლებიც აგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას (10 კვლევა, 1959 მონაწილე), მაგრამ შეიძლება იყოს უფრო მაღალი ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც არ მოიხმარენ საერთოდ თამბაქოს ნაწარმს (5 კვლევა, 382 მონაწილე). ბიომარკერების შესწავლა ტოქსიკანტებისა და კანცეროგენების ზემოქმედების შეფასებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექსპოზიციის შემცირება ხელს უშლის დაავადებას და ნაადრევ სიკვდილს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა დოზა-პასუხის ურთიერთობა ზოგიერთ ექსპოზიციას შორის, როგორიცაა ნიტროსამინები, და კიბოს განვითარება, რაც მიუთითებს, რომ შემცირებული ექსპოზიცია ნამდვილად ამცირებს დაავადების სიხშირეს.
კოხრეინის შედეგები ადრინდელი სისტემური მიმოხილვის მსგავსი იყო Simonavicius 2018-ის მიერ, რომელმაც დაასკვნა, რომ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები (HTP-ები) ავლენს „დაბალ ტოქსიურობას ვიდრე სიგარეტი“. ანალოგიური შედეგები იყო ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ანგარიშში (მაკნილი 2018). მიმდინარე მიმოხილვა განსხვავდება ამ მოხსენებებისგან, რადგან ის იყენებს მხოლოდ უსაფრთხოების მონაცემებს RCT-ები მინიმუმ ერთი კვირის შემდგომი დაკვირვებით (კოხრეიის 13 კვირა). გარდა ამისა, იგი მოიცავს რამდენიმე კვლევას (გამოქვეყნდა 2018 და 2021 წლებში) და ამატებს დროითი მწკრივების კვლევებს.
Znyk 2021-ის კიდევ ერთმა უახლესმა სისტემატურმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება HTP-ების ეფექტურობის შესახებ მოწევისთვის შეწყვეტის საკითხში. მათი შედეგები HTP-ების ტოქსიკოლოგიაში ასევე შეესაბამება ჩვენი და ზემოხსენებული მიმოხილვებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასახურებელი თამბაქო არ არის მოწევის შეწყვეტისთვის განკუთვნილი პროდუქტი. ის განკუთვნილია იმ ზრდასრული მწეველებისა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტის მომხმარებლებისთვის, რომლებიც სხვაგვარად აგრძელებდნენ მოწევას ან ნიკოტინის მოხმარებას. ბუნებრივია ნიკოტინის ნებისმიერი ფორმით გამოყენების შეწყვეტა უალტერნატივოა,”- აღნიშნავს ეკა ქურდაძე.




























