მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გასტრონომის" რძის პროდუქტებს არ აქვს კავშირი “ყვარლის ბაგასთან” - განცხადება

გასტრონომი

"გასტრონომის" რძის პროდუქტები იწარმოება შპს "გეო ინდუსტრიის" კუთვნილ საწარმოში, სამეგრელოს რაიონის სოფელ მენჯში და არ აქვს კავშირი “ყვარლის ბაგასთან” - განცხადებას "გასტრონომი" ავრცელებს.

დაახლოებით 4 წელია, სასამართლოში ლაშა პაპაშვილის "ყვარლის ბაგასა" და რევაზ ვაშაკიძის კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანია "ჩირინას" შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს.

საქმის მასალების მიხედვით, დავის საგანი ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი “ჩირინას" მიერ მიწოდებული ქათმის ნაკელია, რომელმაც " ყვარლის ბაგას" ცხოველების ნაწილი დახოცა. ქათმის ფერმაში ამბობენ, რომ მათ პროდუქცია არა - საკვებად, არამედ სასუქად მიჰყიდეს, მისით ცხოველების კვება აკრძალულია და ამიტომ, არ შევლენ დავის სხვა დეტალებში. მოსარჩელე მხარე კი ამბობს, რომ "ჩირინას" არაერთი სიტყვიერი და წერილობითი რწმუნების მიუხედავად, რომ ასე არ იქნებოდა, ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.

"მომხმარებლების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ Gastronome-ის ნატურალური რძის პროდუქტები იწარმოება შპს "გეო ინდუსტრიის" კუთვნილ საწარმოში, სამეგრელოს რაიონის სოფელ მენჯში და არ აქვს კავშირი “ყვარლის ბაგასთან”.

Gastronome-სთვის შექმნილი რძის ნაწარმი ნედლი, პასტერიზებული რძისგან მზადდება და თითოეული პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. ფერმის ცხოველები იკვებებიან მხოლოდ ბალახითა და მარცვლეულით, რაც განაპირობებს ჩვენი ნაწარმის გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს. პროდუქცია მდიდარია A, D და B ჯგუფის ვიტამინებით.

წარმოების პროცესის ყველა ეტაპი - დაწყებული ცხოველების კვებიდან, დასრულებული საბოლოო პროდუქტის დახლზე მოხვედრამდე - მკაცრად კონტროლდება Gastronome-ის ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ.

საწარმო ფლობს HACCP სერტიფიკატს. HACCP-ის პრინციპები მოითხოვს, რომ ორგანიზაციამ ჩამოაყალიბოს შედეგიანი სურსათის უვნებლობის სისტემა. იგი მიმართულია არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის კონტროლზე, არამედ ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის წყაროების პრევენციაზე", - წერს კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები