მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ კვირას თურქულ მედიკამენტები კომპანიებმა 100-300%-ით გააძვირეს - ირაკლი ლექვინაძე

63fe0d5c8679b
ანუკა ჯოხაძე
28.02.23 18:36
1829
ფარმაცევტულ ბაზარზე დიდი ალბათობით საქმე შეთანხმებულ მოქმედებებთან გვაქვს - სექტორი არაკეთილსინდისიერ ქმედებაში ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. როგორც ზურაბ აზარაშვილი ამბობს, უწყება ფარმასექტორში მიმდინარე რეფორმების პროცესში ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. მისი თქმით, რეფერენტული ფასების ეტაპობრივი ამოქმედების შემდეგ კომპანიებმა მედიკამენტების ნაწილი, განსაკუთრებით თურქეთიდან იმპორტირებული, მნიშვნელოვნად გააძვირეს.

მედიკამენტებზე ფასების ზრდის ერთ-ერთ არგუმენტად ფარმაცევტული კომპანიები თურქეთში მედიკამენტებზე გაზრდილ ფასს და ამოქმედებულ რეგულაციებს ასახელებდნენ. ამასთან, კერძო სექტორი ამბობს, რომ იმ მედიკამენტებზე, რაზეც რეფერენტული ფასები არ მოქმედებს, კომპანიას აქვს სრული თავისუფლება ფასნამატი თავად დაადგინოს, რადგან ის დღეს რეგულირებას არ ექვემდებარება.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ თურქეთში მედიკამენტების ფასები კი გაიზარდა, მაგრამ არა იმ პროცენტულობით, რითაც გასულ კვირას საქართველოში. მისი თქმით, სხვადასხვა მედიკამენტზე ფასის ზრდა განსხვავებული იყო, თუმცა ზრდა საშუალოდ ის 100-300%-ით ფარგლებში დაფიქსირდა.

ლექვინაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ფაქტების წინასწარი შეფასება მიმდინარეობს, რომ დადგინდეს კომპანიების მხრიდან ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი თუ შეთანხმებულ მოქმედებას.

“გასაგებია, რომ თურქეთში შეცვლილია პირობები, ოღონდ ეს არ შეცვლილა წინა კვირაში. ბოლო სამი თვეა თურქეთში გარკვეულ მედიკამენტებზე ფასის ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება, არის გარკვეული რეგულაციებიც, რაც საწყის ფასებზე გარკვეულ გავლენას ახდენს, თუმცა არა იმდენად მკვეთრად, როგორც გასულ კვირას მოხდა მედიკამენტებზე.

ვფიქრობთ, რომ კომპანიებმა კარგად გაიაზრეს ამ ფაქტის მნიშვნელობა, კარგია რომ საკითხი დროულად იქნა ამოწურული, რადგანაც სხვა შემთხვევაში ეს მოკვლევის დაწყების კიდევ უფრო მეტ საფუძველს ქმნიდა. ამიტომ მოვუწოდებთ მომავალში კომპანიებს რომ მსგავსი ტიპის ფაქტები იქნება შესწავლილი და რა თქმა უნდა, სათანადო დასკვნის დადგენის შემთხვევაში, რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი პირობებით მოხდება. ასე რომ მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის ფაქტები არ გვქონდეს და ფასები იყოს კონკურენტული", - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები