Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 17 დეკემბერს 6.6-წლიანი 75 მლნ ლარის ობლიგაციები გაყიდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა 2.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.183პპ-ით გაიზარდა და 8.584% შეადგინა.
შემდგომი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 24 დეკემბერს, სადაც 5-წლიანი 100 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.
2024 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 1.5 მილიარდი ლარის ღირებულების ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.