მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება ქართულ ბაზარზე ობლიგაციების გაყიდვა და დისტრიბუცია? - Galt&Taggart

GSS+

ფასიანი ქაღალდების ემისიის მიმართულების მხრივ, 2023 წელი ქართული კომპანიებისთვის რეკორდული იყო. საინვესტიციო ბანკების შეთავაზებით ბევრმა ქართულმა კომპანიამ ისარგებლა.

Galt&Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელმა დავით ნიშნიანიძემ BMGTV-ის გადაცემა ,,ბიზნესის კვირეულში" ობლიგაციების ბაზარზე პირველადი ინვესტირებისთვის საჭირო კაპიტალი დაასახელა. მისი თქმით, საინვესტიციო ბანკი სრულად უზრუნველყოფს ემისიის შემდეგ დაინტერესებული მხარეების დაკავშირებას.

"ბოლო წელი ცხადყოფს, რომ ობლიგაციები საკმაოდ ხელმისაწვდომია. იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენც ვუყურებთ რეალურად სტატისტიკას, ერთი ობლიგაციის შეძენისთვის 1 000 დოლარიც კი საკმარისია. ვუყურებთ, რომ აი ბევრი დაბალი, ასე რომ ვთქვათ რაღაც ტიკეტსაიზის შესყიდვებიც გვაქვს. ჩვენც რა თქმა უნდა ვაქტიურობთ ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტმა გაიგოს ობლიგაციების ბაზრის შესახებ და მომხმარებელმა იცოდეს, რომ ჩვენი მეშვეობით ძალიან მარტივად შეუძლიათ ანგარიშის გახსნა.

ობლიგაციის მიმართულებით საწყის ეტაპზე, არაფერი არ არის რთული გარდა იმისა, რომ უნდა გქონდეს პირობითად საბროკერო ანგარიში. ემისიის შემდეგ კი ხდება დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირება.

ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანია უკვე ბაზარზე ვართ, ორიათასიანი წლებიდან მოყოლებული. შესაბამისად გვყავს ლოიალური ინვესტორები და კლიენტები რომლებიც მოგყვებიან, ამ წლების მანძილზე. ობლიგაციების ბაზარი უფრო ადამიანურ ჩართულობას მოიაზრებს, განსხვავებით ტრეიდინგისგან, რომელი მიმარღთულებას საკმაოდ აქტიურად გვაქვს. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში დიდია ქართველი ინვესატორების ინტერესი, რაც ძალიან გვახარებს და ცხადია, ამ კუთხით ვაგრძელებთ და ვაძლიერებთ აქტივობას" - თქვა Galt&Taggart საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ნიშნიანიძემ ასევე ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზარის მნიშვნელობა განმარტა.

"რაც შეეხება შეფასებას მიზნობრიობის მხრივ, როცა ინვესტორი პირველად ემისიაზე შედის, კუპონების მაღალი ფასიდან გამომდინარე, კლიენტებს შემდეგ ნაკლებად აქვთ ხოლმე სურვილი, რომ გადაყიდონ ობლიგაციები. ასე რომ, მოთხოვნის ნაწილში ძალიან დიდი ინტერესია, თუმცა, მეორად ბაზარზე ჩვენთანაც საკმაოდ დიდი აქტიურობაა. შეგვიძლია, ნებისმიერი თვალსაზრისით დავეხმაროთ ინვესტორებს", - განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები