2026 წლის ივლისში ლარი დოლართან მიმართებით თვის ჭრილში 0.7%-ით გამყარდა. საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი უზრუნველყოფს.
კერძოდ, ლარის გამყარებას ხელი შეუწყო მყარმა სავალუტო შემოდინებებმა და დეპოზიტების დედოლარიზაციის პროცესის დაჩქარებამ, რაც ეროვნულ ვალუტაში დანაზოგებზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.
"ივლისში ლარი აშშ დოლართან მიმართებით თვიურად 0.7%-ით გამყარდა, რასაც ხელი შეუწყო მყარმა სავალუტო შემოდინებებმა და დეპოზიტების დედოლარიზაციის დაჩქარებამ. პარალელურად გაგრძელდა რეზერვების დაგროვება, რის ფარგლებშიც ეროვნულმა ბანკმა 612.6 მლნ დოლარი შეიძინა", - წერია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.




























