მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი $3.7 მილიარდამდე გაიზარდა | Galt&Taggart

ტურიზმი

Galt&Taggart-ის შეფასებით, 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 3.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 2.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საინვესტიციო ბანკის განახლებულ შეფასებაში, 2026 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.7%-ით 525 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლები 3.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+2.5% წ/წ).

"ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს" - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები