2026 წლის ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 590 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.1%-იანი ზრდაა. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებაშია აღნიშნული.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამურად 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. Galt & Taggart-ის შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად უცვლელია.
„ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმის შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (უცვლელი წ/წ)“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
ორგანიზაცია ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას მომდევნო წლებშიც პროგნოზირებს. Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2027 წელს - 5.3 მილიარდ დოლარს.




























