მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ კვირაში ფინანსთა სამინისტრომ ₾75 მლნ-ის ბონდები გაყიდა

ბონდები

Galt&taggart-ის კვირის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 15 ოქტომბერს 6.8-წლიანი 75 მლნ ლარის (27.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 1.6-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.273პპ-ით შემცირდა და 8.385% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 22 ოქტომბერს, სადაც 5-წლიანი 100 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები