მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ კვირაში ფინანსთა სამინისტრომ ₾75 მლნ-ის ბონდები გაყიდა - Galt&Taggart

ბონდები

galt&taggart-ის კვირის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 17 სექტემბერს 6.8-წლიანი 75 მლნ ლარის (27.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.494პ.პ-ით შემცირდა და 8.658% შეადგინა.

მათივე ცნობით, უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 24 სექტემბერს, სადაც 5-წლიანი 85 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები