მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ კვირაში ფულადი შემოდინებები გასული წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე იყო

5fd3454be1baa
ინგა მურუსიძე
11.12.20 20:30
1051

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფულადი შემოდინებები 30 ნოემბერი-6 დეკემბრის პერიოდში წინა წლის ნიშნულს გაუტოლდა.

ამასთან, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს, ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან. რუსეთიდან შემოდინებები წლიურად 25%-ით შემცირდა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი ნეგატიური გახდა. სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და -19% შეადგინა.

„შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან რომლებიც ფულადი გზავნილების ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენს კვლავ ნეგატიურია, და -4%-ს შეადგენს”, - ნათქვამია "თიბისი კაპიტალის" კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები