მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში Zolotaia Korona-თი გზავნილები განულდა| რომელი ქვეყნებიდან ირიცხებოდა ფული სანქცირებამდე?

korona

ევროკავშირის სანქციების გამო სექტემბერში, Zolotaia Korona-თი საქართველოში ფულადი გზავნილების გადმორიცხვები განულებულია. 9 თვის ჯამურ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, წელს ქვეყანაში ამ სისტემით 376.7 მილიონი დოლარის გზავნილები გადმოირიცხა, მაშინ როდესაც გასულ წელს გზავნილების მოცულობა 536.2 მილიონი დოლარი იყო. სანქცირებული Zolotaia Korona-თი ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად თითქმის 30%-ით შემცირდა.

სექტემბერში ფულადი გზავნილები $286 მილიონამდე შემცირდა - რუსეთიდან კლება 80%-ია

უნდა აღინიშნოს, რომ თუ ივლისში ამ სისტემით 54.6 მლნ დოლარი იყო გადმორიცხული და 9.17 მლნ დოლარი გადარიცხული, აგვისტოში Zolotaia Korona-ს მეშვეობით მხოლოდ 29.2 ათასია გადმორიცხეს, გადარიცხვა კი არ მომხდარა. ეროვნული ბანკის განმარტებით, "Zolotaia Korona"-ს საშუალებით გადმორიცხული გზავნილების სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ თანხის მოცულობებს, რომელიც გადმორიცხულია დასანქცირებამდე და მათი განაღდება მოგვიანებით მოხდა.

ფულადი გზავნილების გადარიცხვების სისტემების რეიტინგში, Zolotaia Korona-ს ჯერ კიდევ 4-ეულში უკავია მეოთხე ადგილი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, Zolotaia Korona-ს სისტემით გზავნილები ძირითადად რუსეთიდან ირიცხებოდა, თუმცა ქვეყნების რეიტინგში პირველ ხუთეულში დსთ-ის ქვეყნები -ყირგიზეთი, ყაზახეთი და ასევე თურქეთი არიან. წლის განმავლობაში, ჯამში ამ სისტემით 1 მილიონ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილი 12 ქვეყნიდან გადმოირიცხა.

Zolotaia Korona-ს სისტემით ფულადი გზავნილების გადმორიცხვების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  1. რუსეთი - $290 მილიონი;
  2. ყირგიზეთი - $23 მილიონი;
  3. ყაზახეთი - $17.3 მილიონი;
  4. აზერბაიჯანი - $14.7 მილიონი;
  5. თურქეთი - $7 მილიონი;
  6. პოლონეთი - $5.5 მილიონი;
  7. ბელარუსი - $4.4 მილიონი;
  8. უზბეკეთი - $4.1 მილიონი;
  9. სლოვაკეთი - $2.5 მილიონი;
  10. გერმანია - $1.2 მილიონი;
  11. იტალია - $1.1 მილიონი;
  12. საფრანგეთი - $1.1 მილიონი

შედარებით მცირე თანხებია გადმორიცხული ლიეტუვიდან, ისრაელიდან, ლატვიიდან, ჩეხეთიდან, ესპანეთიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, ირლანდიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან და ა.შ.

უნდა აღნიშნოს, რომ რუსეთიდან 2024 წლიდან შეწყდა Unistream-is, 2025 წლიდან კი Contact-ის სისტემით გადმორიცხვები.

შეგახსენებთ, 23 ივლისს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სანქციების სიაში უშუალოდ გადახდის სისტემის ოპერატორი და საანგარიშსწორებო ცენტრი ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი “ შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.17 მილიონი აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა. ეს მაჩვენებელი 8.2%-ით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. რუსეთიდან კლება კი 88%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები