მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ კვირაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართ გამყარდა

ევრო დოლარი

გასული სამუშაო კვირის 7-11 ოქტომბრის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. დოლართან მიმართებით კურსის გამყარების მთავარი მიზეზი მიმდინარე კვირაში განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას უკავშირდება, რომელიც სებ-მა რვა ოქტომბერს განახორციელა და გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 48.5 მილიონი აითვისა.

მთლიანობაში ლარი დოლართან გასულ კვირაში 0.91 თეთრით, ევროსთან 3.73 თეთრით, გირვანქა სტერლინგთან კი 4.31 თეთრით გამყარდა.

საქსტატი შემდგომ კვირაში გამოაქვეყნებს ექსპორტის ექსპრეს მონაცემებს, ხოლო აგვისტოს სტატისტიკის თანახმად, ექსპორტი მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. ასევე მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება ფულადი გზავნილების ამსახველი სტატისტიკა.

ლარის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ასე ნაწილდება:

ვალუტა ლარი ცვლილება გასულ კვირაში (თეთრებში)
აშშ დოლარი 2.7263 0.91
ევრო 2.9804 3.73
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5600 4.31
თურქული ლირა 0.0795 0.04
100 რუსული რუბლი 2.8367 3.81
აზერბაიჯანული მანათი 1.6033 0.54
1000 სომხური დრამი 7.0378 3.22
100 იაპონური იენი 1.8292 3.76
10 ჩინური იუანი 3.8576 3.97
10 უკრაინული გრივნა 0.6618 0.26

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები