მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ კვირაში ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

დოლარი ფული

გასული სამუშაო კვირის 30 სექტემბერი - 4 ოქტომბრის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა. დოლართან მიმართებით კურსის გაუფასურების მთავარი მიზეზი აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირების შემდგომ პერიოდში, გაუარესებული საბაზრო მოლოდინებია, რაც მათ შორის დიპლომატიური თვალსაზრისით მომხდარ მორიგ მოვლენებსაც უკავშირდება. თუმცა, მაკროეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა ექსპორტი და ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში მზარდია, შესაბამისად ამჟამად გაუფასურების წამყვანი ფაქტორი სწორედ გაუარესებული მოლოდინებია, რაც სანქციებს უკავშირდება.

აშშ დოლართან მიმართებით ლარი გასულ კვირაში 0.57 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კურსის გამყარებამ 3 თეთრი შეადგინა, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგთან ლარი 5.2 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, აგვისტოს ექსპორტის სტატისტიკის თანახმად, თვის განმავლობაში ის 30%-ით, 641 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს ის აგვისტოში წლიურად 5%-ით, 1.3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამასთანავე, ცნობილია აგვისტოს ფულადი გზავნილების ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 291 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურ ჭრილში 0.3%-ით არის გაზრდილი. სექტემბრის ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის სტატისტიკები ჯერჯერობით უცნობია.

ლარის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ასე ნაწილდება:

ვალუტა ლარი ცვლილება გასულ კვირაში (თეთრებში)
აშშ დოლარი 2.7354 -0.57
ევრო 3.0177 3.03
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6031 5.20
თურქული ლირა 0.0799 0
100 რუსული რუბლი 2.8748 6.61
აზერბაიჯანული მანათი 1.6087 -0.41
1000 სომხური დრამი 7.07 -2.78
100 იაპონური იენი 1.8668 2.04
10 ჩინური იუანი 3.8973 -0.61
10 უკრაინული გრივნა 0.6644 -0.02

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები