ლარის გაცვლითი კურსი 15-19 ივლისის განმავლობაში გამყარდა. კვირის განმავლობაში აშშ დოლართან მიმართებით გამყარება 2.8 თეთრი, ევროსთან კი 3.1 თეთრი იყო. არსებული მდგომარეობით ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაზე დადებით გავლენას ახდენს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, მათ შორის გაზრდილი საექსპორტო შემოსავლები, უკანასკნელი მონაცემებით, რაც ივნისის ექსპორტს ასახავს, საქართველოდან ექსპორტი 583 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.
ასევე გაზრდილია საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობაც, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სულ 3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6%-ით მეტია.
თუმცა, საპირისპირო ტენდენცია აქვს ფულად გზავნილებს, რომელიც ივნისში წლიურად 21%-ით, 281 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც საქართველოში მიგრაციული ეფექტების შემცირებას უკავშირდება.
როგორ შეიცვალა ლარის გაცვლითი კურსი 15-19 ივლისის პერიოდში:
| ვალუტა | გაცვლითი კურსი 19 ივლისს | ცვლილება გასულ კვირაში (ლარებში) |
| 1 დოლარი | 2.6996 | 0.0278 |
| 1 ევრო | 2.9382 | 0.0314 |
| 1 ფუნტი | 3.4871 | 0.0465 |
| 1 ლირა | 0.0816 | 0.001 |
| 100 რუსული რუბლი | 3.0723 | 0.0358 |
| 1000 სომხური დრამი | 6.9644 | 0.065 |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.5868 | 0.0172 |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6509 | 0.0139 |
| 10 ჩინური იუანი | 3.7138 | 0.0467 |
| 100 იაპონური იენი | 1.7146 | -0.0013 |




























