მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, $1.4 მილიარდის აგროპროდუქტი - პრემიერი

ექსპორტი საქართველო

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.

როგორც მან პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, 2023 წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტზე გავიდა 259 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ასევე სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის მაჩვენებელს აღემატება 15%-ით. მათ შორის, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტზე გავიდა 259 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა 4.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ზუსტად ორჯერ აღემატება 2012 წლის შესაბამის მაჩვენებელს. მაშინ მაჩვენებელი იყო 2.4 მლრდ. გასული წლის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოცულობამ 7.5 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება იყო 2 მილიარდი ლარი. იზრდება ხეხილის ბაღების ფართობები, რაც სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავლის“ შედეგია. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფოს მხარდაჭერით 2 800 ჰა-ზე გაშენდა ახალი ბაღები. მიმდინარეობდა სამუშაოები განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ, დამუშავდა 90 ათას ჰექტარამდე ფართობი. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში. მთლიანობაში ყოველწიურად ძალიან დიდი ინვესტიციები იდება სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობაში, რაც წაახალისებს კერძო ინვესტიციებსაც და ეს ყველაფერი, გარდა ეკონომიკის განვითარებისა, მნიშვნელოვანია ქართული სოფლის გაძლიერებისთვისაც“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 65% რუსეთში გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები